აზერბაიჯანი საქართველოში ავტომობილების სამუხრუჭე ხუნდებს შემოტანას გეგმავს

1

Made in Azerbaijan-ის მარკით წარმოებული მანქანების სამუხრუჭე ხუნდები საქართველოშიც გაიყიდება. ამის შესახებ შპს Brake Systems Azerbaijan-ის დირექტორმა მეჰმან აგაევმა განაცხადა.

მისი თქმით, ავტომობილების სამუხრუჭე ხუნდების წარმოებისთვის ქარხნის წლიური საწარმოო სიმძლავრე 240 ათასი კომპლექტია:

„ჩვენი პროდუქცია არის ექსპორტზე ორიენტირებული და იმპორტის შემცვლელი. ვგეგმავთ ჩვენი პროდუქციის ექსპორტს საქართველოში, ბელორუსიაში, რუსეთში და ყაზახეთში. ამ ქვეყნებში ნიმუშები გაიგზავნა. ყაზახეთიდან შეკვეთა უკვე მივიღეთ. ამჟამად ექსპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები რამდენიმე თურქულ კომპანიასთან მიმდინარეობს“, – განაცხადა Brake Systems Azerbaijan-ის დირექტორმა.

საწარმო ამ დროისათვის მხოლოდ 20%-იანი დატვირთულობით მუშაობს, ხოლო უახლოეს 6-7 თვეში იგეგმება პროდუქციის სრული საწარმოო სიმძლავრით წარმოება:

„ახლა საწარმოს შეუძლია სრული დატვირთვით ფუნქციონირება. ეს საკმარისია იმისთვის, რომ ბაზარზე პოზიცია დავიკავოთ და მომხმარებელთა ნდობა მოვიპოვოთ. ვინაიდან ახალი კომპანია ვართ, ჩვენი მთავარი მიზანი ბაზარზე პროდუქტის პოპულარიზაციაა“, – განაცხადა საწარმოს დირექტორმა.

საწარმო 2 მილიონი მანეთის ინვესტიციით შეიქმნა. დაახლოებით 2 წელიწადში იგეგმება ავტომობილების სხვა სათადარიგო ნაწილების წარმოებაც.

0
0
Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
2024 წლიდან პენსიის გატანის წესი იცვლება
Öncəki yazı
ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა გახანგრძლივდება