Another advertisement
ჩვენ შევძელით შეგვექმნა ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო ჩვენს ქვეყანაში. ბოლო 20 წლის განმავლობაში აზერბაიჯანის ეკონომიკაში 310 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც თითქმის 200 მილიარდი აშშ დოლარი არაენერგეტიკულ სექტორზეა გამოყოფილი.
ეს სიტყვები თქვა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გაერო-ს ცენტრალური აზიის ქვეყნების ეკონომიკების სპეციალური პროგრამის სამიტზე (SPECA) სიტყვით გამოსვლისას.
„ბოლო წლებში აზერბაიჯანმა მილიარდობით დოლარის ინვესტიცია მოახდინა თავის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში და გახდა ერთ-ერთი სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ცენტრი, რომელიც მდებარეობს ევრაზიის აღმოსავლეთ-დასავლეთ და ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნებზე“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.