აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო – სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოში კონფლიქტის მოგვარებას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფუძველზე

118

აზერბაიჯანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მეზობელთან და პარტნიორთან, საქართველოსთან თანამშრომლობას, – აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების განცხადებით, აზერბაიჯანი მხარს უჭერს კონფლიქტის მოგვარებას სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფუძველზე.

„ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოში კონფლიქტის მოგვარებას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფუძველზე“, – აღნიშნულია აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაში.

Kateqoriya: Dünya, Siyasət
Sonrakı yazı
Ərdoğan: “Türkiyə FETÖ virusundan təmizlənənədək mübarizəni davam etdirəcəyik”
Öncəki yazı
Azərbaycan XİN: “Biz Gürcüstanda münaqişənin suverenlik və ərazi bütövlüyü əsasında həllini tam dəstəkləyirik”