Another advertisement
აზერბაიჯანის მოქმედი პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი მომავალ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი „ახალი აზერბაიჯანული პარტიის“ კანდიდატი იქნება, – ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ და ცენტრალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, თაჰირ ბუდაგოვმა განაცხადა. მისი თქმით, ილჰამ ალიევმა ქვეყნისთვის უდუდესი გამარჯვების მოპოვება შეძლო და სომხების ოკუპაციისგან ყარაბაღი დაიბრუნა. 7 დეკემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ქვეყანაში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების 2024 წლის 7 თებერვალს ჩატარების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.