This is a specific ad

აზერბაიჯანის მთავრობა გადადგა

18

Another advertisement

აზერბაიჯანის მთავრობა გადადგა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამას ითვალისწინებს კონსტიტუციის 116-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგ მთავრობის წევრებმა თანამდებობები უნდა დატოვონ.

ახალი მთავრობის დამტკიცებამდე მინისტრები დროებით მოვალეობების შემსრულებლების რანგში გააგრძელებენ მუშაობას.

მანამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა პრეზიდენტის ფიცი დადო. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში ალიევმა ხმათა 92,12%-ით გაიმარჯვა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თაღლითობის ფაქტზე 4 პირი დააკავა
Öncəki yazı
დოლარის ფასი შეიცვალა – ნახეთ, განახლებული კურსი