Another advertisement
მარნეულის მუნიციპალიტეტში, კოსტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
შემთხვევა დილის საათებში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, 53 წლის მამაკაცს, რომელიც მანქანის მძღოლი იყო, ეპილეფსია ჰქონდა. დილით, „მერსედესის“ მარკის ავტომობილის მართვისას იგი ცუდად გახდა რის გამოც წონასწორობა დაკარგა. ავტომანქანა კოსტავას ქუჩაზე მდებარე სამხედრო ბაზასთან მდინარეში ჩავარდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ მანქანა და შიგ მყოფი ცხედარი მდინარიდან ამოიყვანეს.
შემთხვევის ადგილი სამართალდამცველებმა ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს. გამოძიება დაწყებულია.