Another advertisement
ავლაბარში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილები დაკავებული არიან. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე 2 პირი აიყვანეს. მკვლელობა გუშინ საღამოს მოხდა.
50 წლამდე ასაკის მამაკაცი ავტომანქანაშია ჩაცხრილული. სასიკვდილო ჭრილობები მოკლულს თავისა და კისრის არეში ჰქონდა მიყენებული.
როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, დაღუპული წარსულში ნასამართლევი იყო და მან ციხე დაახლოებით ერთი თვის წინ დატოვა.
საგამოძიებო მოქმედებები ნიაბის ქუჩაზე გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.