This is a specific ad

აბიტურიენტების საყურადღებოდ!

19

Another advertisement

ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე https://online.naec.ge/defonline/ 29 აგვისტოს გამოქვეყნდება.

საკუთარი შედეგების გვერდზე ასევე გამოქვეყნდება გათანაბრებული და სკალირებული ქულებიც. აქვე შეგახსენებთ, რომ საგანმანათლებლო პროგრამების წაშლისა და დამატების შესაძლებლობა აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის – 30 აგვისტოს 18:00 საათამდე – გექნებათ. სწორედ ამ დრომდე შეძლებთ ნებისმიერი ტიპის ცვლილების (პროგრამების დამატებას, წაშლას, რიგითობის შეცვლას) შეტანას თქვენს საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში.

დეტალური ინსტრუქცია: https://naec.ge/#/ge/post/2924

გახსოვდეთ, რომ საგანმანათლებლო პროგრამების არჩევისას მათ რაოდენობაში შეზღუდული არ ხართ.

Kateqoriya: Gündəm
Sonrakı yazı
Abituriyentlərin nəzərinə..
Öncəki yazı
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ატლანტის პოლიციას ჩაბარდა